ბაზალეთის ტბა მდებარეობსდუშეთის მუნიციპალიტეტში (მცხეთა-მთიანეთი) 879 მეტრზე ზღვის დონიდან. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ.
ბაზალეთის ტბა ვულკანური წარმოშობისაა და გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისათვის, ასევე რევმატული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისათვისაც, ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის. მთის ჰაერის და ამ ტბის სამკურნალო წყლის უნიკალური კომბინაცია წარმოუდგენელ გავლენას ახდენს დამსვენებლებზე.
თბილისიდან მხოლოდ 40 კილომეტრით დაშორებული, თბილისელებს და ტურისტებს მოსწონთ დასვენება დასვენება ბაზალეთზე ანდ ამოსვლა შაბათ-კვირისთვის. ბაზალეთის ტბაზე ულამაზესია ყოველი განთიადი და დაისი, ასევე დაუვიწყარია ვარსკვლავური ცა. მთის ჰაერის წყალობით, აქ დასვენება წელიწადის ოთხივე სეზონზე არის შესაძლებელი.
მანძილი მთავარ სატრანსპორტო ხაზებთან
თბილისის ცენტრალური აეროპორტი – 60კმ
თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგური – 50კმ
თბილისი – 45კმ
ანანურის კოშკი – 35კმ
გუდაურის სათხილამურო კურორტი – 60კმ
მთა-თუშეთი – 70კმ
ხევსურეთი – 60კმ
სტეფანწმინდა (ყაზბეგი) – 100კმ
დუშეთი – 5კმ
ქალაქი მცხეთა (საქართველოს ძველი დედაქალაქი) – 40კმ
ჯვრის მონასტერი – 40კმ