LAGUNA BEACH CLUB
სანაპირო კლუბი ბაზალეთის ტბაზე
სასტუმრო, აგარაკები, საუნა, აუზები, საკონფერენციო დარბაზი, საბილიარდო, რესტორანი და ბარი




დაისვენე ქალაქის სტრესისგან!
სასტუმრო ბაზალეთის ტბის სანაპიროზე
გთავაზობთ თანამედროვე დიზაინს და საოჯახო გარემოს. სასტუმრო გაწყობილია ხელოვნების ნიმუშებითა და მყუდრო ბაღით. ეზოს აქვს სათამაშო მოედანი და ბატუტი ბავშვებისთვის. ახლო მდებარეობა სანაპიროსთან, შეზლონგები და მეგობრული კოლექტივი თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორც საკუთარ სახლში!
საოჯახო სასტუმრო. საოცარი ბუნება.
ვილა აუზით, საუნით და დარბაზით ღონისძიებისათვის
გსურთ დაბადების დღის აღნიშვნა ან მეგობრებთან ერთად სახლი იქირაოთ? ლაგუნა ვილა განკუთვნილია 15-20 ადამიანისთვის. 7 საძინებელი, სამზარეულო და ბუხარის ოთახი, მყუდრო ეზო სამწვადეთით, პირადი თბილი აუზი, საუნა, საცეკვაო დარბაზი – ეს ეგზოტიკაა და სხვაგან ვერ ნახავთ საქართველოში! სახლი აშენებულია ქართული კოშკის დიზაინში და მდებარეობს ბაზალეთის ტბის ნაპირზე.
აღნიშნე დაბადების დღე ან ქორწილი ჩვენთან!




აგარაკი აუზის ტერიტორიაზე საცეკვაო დარბაზით
ექსკლუზიური სახლი 18 ადამიანზე ლაგუნა აუზზე. ფართო მისაღები ოთახი ღია სამზარეულოთი, 5 საძინებელი და საცეკვაო დარბაზი ღონისძიებებისთვის. აუზებით და ჯაკუზით სარგებლობა შედის სახლის ფასში. ზაფხულში აუზი ღიაა საზოგადოებისთვის 10:00 – 19:00. ზაფხულში აგარაკის სტუმრებს შეუძლიათ აუზის ტერიტორიით ექსკლუზიურად სარგებლობა მთელი ღამე. ასევე ბავშვები ისარგებლებენ ბატუტით.

