ანანურის ციხე
ანანურის ციხე არის ყველაზე სანახაობრივი ციხესიმაგრე საქართველოში, არაგვის ერისთავთა ციხე, რომელიც მდებარეობს მდინარე არაგვის ჟინვალის წყალსაცავთან.
ტურისტული მიზიდულობით გამოირჩევა ეს ადგილი რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი რაც აღსანიშნავია არის ის რომ თვალწინ იშლება ულამაზესი პეიზაჟი: უზარმაზარი ტბა მთებში ჩაძირული, გვიანი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე და კრამიტით დაფარული ძველი ეკლესია.
მეორესმხრივ ანანურში შემორჩენილია მეჩვიდმეტე საუკუნის ორი ეკლესია, რომლებიც სულ სამი-ოთხია საქართველოში.
მესამესმხრივ აღსანიშნავია ის რომ ციხესიმაგრე მდებარეობს 70 კილომეტრში თბილისიდან.
და ბოლოს, ჟინვალის წყალსაცავი გამოირჩევა ყველაზე სუფთა წყლით და მისი შესანიშნავი ხედებით.
მიუხედავად იმისა რომ ანანურში ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობებია დასათვალიერებელი, ეს ყველაფერი თავმოყრილია ციხესიმაგრის კედლებში.
ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ სულ რაღაც 40 წუთში. მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ მე-17 საუკუნის მიძინების ეკლესიას, ასევე 13 საუკუნის უძველეს ციხეკოშკს სადაც შეგიძლიათ გადაიღოთ ულამაზესი ფოტოები.
ადგილი სადაც აშენებულია ანანურის ციხე ძალზედ სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ერთი მხრიდან აკრავს წყალსაცავი და მეორე მხრიდან ჩაძირულია მთებში.
სწორედ ამიტომ
იქნა გაშენებული აქ ციხეკოშკი ქალაქ დუშეთის დასაცავად დარიალის ხეობიდან მომავალი დამპყრობლებისგან. ეს იყო მაშინდელი რეზიდენცია მთის მთავრების ერისთავ-არაგველების.
მოგვიანებით ციხესიმაგრე გადაიქცა მოსახლეობისთვის თავის შესაფარებელ ადგილად მტრისგან თავის დასაცავად და ტყეში გასახიზნად.
დამატებითი ინფორმაცია ანანურის ციხესიმაგრის შესახებ
საქართველოს მთავრობის სურვილია რომ ანანურის ციხესიმაგრე შეტანილი იქნეს იუნესკოს მსოფლიო ძეგლთა დაცვის ფონდში.