ჩვენი ბუტიკ სასტუმროს შესახებ

დაისვენეთ ჩვენთან!

ყველაფერი სასტუმროს შესახებ

ჩვენ ვართ საოჯახო სასტუმრო Laguna Beach Club, რომელიც 2018 წელს ბაზალეთის ტბის სანაპიროზე ავაშენეთ და უნდა გითხრათ, რომ ეს ადგილი შემთხვევით არ შეგვირჩევია. 
ბაზალეთის ტბის წყალი, მდიდარია მინერალებითა და მიკროელემენტებით, სწორედ ამიტომ, ჩვენ ხშირად გვსტუმრობენ ადამიანები დერმატოლოგიური, გინეკოლოგიური და რევმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, მთის ჰაერი, რომლითაც ცნობილია კურორტი ბაზალეთი, როგორ უწყობს ხელს გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონეთა განკურნების პროცესს, ეს ყველაფერი კი ქმნის კურორტის უნიკალურობას. ❤
სამუშაო და ყოველდღიური საზრუნავები, ხშირად ხდება სტრესის მიზეზი, ამიტომ, დატოვე ყველა ეს სირთულე სახლში და წამოდი ჩვენთან! ჩვენ გვსურს, რომ დასვენება მთებში ჩაფლულ ტბაზე, შენთვის პირველივე წუთებიდან სიამოვნების მომგვრელი იყოს! შენ მხოლოდ მოგვწერე და ჩვენ დაუყოვნებლივ დაგიჯავშნით ოთახს, ჩამოსვლისთანავე კი, შეძლებ, დატკბე სხვადასხვა სასმელით და ბუნებაში გემრიელი კერძების დაგემოვნებით, ან სულაც წიგნის კითხვითა და მზის აბაზანებით ჩვენს პლაჟზე ან აუზში, მანამ, სანამ ბავშვები ტენისის თამაშითა და ბატუტზე ხტუნვით იქნებიან გართულნი. 🗻
„კარგი დასვენება უნდა იყოს სასარგებლო და კომფორტული“ – ასეთია ჩვენი კრედო.

გასართობი სასტუმროში

ჩვენთან შეგიძლია გაერთო როგორც მოხრეშილ პლაჟზე, ასევე საზაფხულო ბარის ქვიშიან ზონაში, რაც ჩვენი კლუბის გამორჩეული ადგილია. 🏖 სასტუმროს აქვს პირდაპირი გასასვლელი პლაჟზე, რაც ნამდვილად დიდი კომფორტია, მითუმეტეს, რომ სასტუმროდან სანაპირომდე სიარულში დაზოგილი დრო, შეგიძლია, შენი სურვილისამებრ ისეთი აქტივობებისთვის გამოიყენო, როგორიცაა: საცურაო აუზი, ბატუტი, ტენისი, მაგიდის ფეხბურთი, კარაოკე, კატამარანი, სკუტერები, კვადროციკლები, საბავშვო მოედანი და ა.შ 🎯
დაფიქრებაც კი არ დაგჭირდება, რით დაკავდე ან როგორ გაართო ბავშვები. უბრალოდ, დატოვე ისინი საბავშვო მოედანზე სათამაშოდ და მშვიდად გაემართე ჩვენს რესტორანში სავახშმოდ, მითუმეტეს, რომ მენიუში 70-ზე მეტი კერძი გვაქვს, ხოლო ყველაზე მომთხოვნი პატარა გურმანებისთვის, შეგვიძლია, მათი სურვილისამებრ, ნებისმიერი კერძის მომზადება და შესაბამისად, „დედიკოს ხათრით“ ჭამის ნაცვლად, ისინი გემრიელად მიირთმევენ მათთვის საყვარელ საკვებს 🍝
მართალია, ამ პოსტში, ყველა იმ გასართობის შესახებ ვერ მოგითხრეთ, რომლის შემოთავაზებაც შეგვიძლია, მაგრამ გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შენი დასვენების ყოველი დღე იყოს დასამახსოვრებელი და არაფრით გავდეს წინას.

სასტუმროს მეპატრონეები...

გაიცანით, ეს ქალბატონი ელინაა, Laguna Beach Club-ის დიასახლისი და ამავე დროს, ჩვენი მხატვარ-დიზაინერი. სასტუმროს ყველა კედელი მისი მოხატულია ხმელთაშუა ზღვის სტილში, მისი ნახატები კი, ყველა ნომრის კედელს ამშვენებს.

მაგრამ, საქმე ისაა, რომ ქალბატონი ელინას შემოქმედება, მხოლოდ ხატვით არ შემოიფარგლება, ის ხელოვნებას ხედავს ყველაფერში და ასე გაჩნდა სასტუმროს ტერიტორიაზე ბაღი, რომელიც თავად გააშენა და თავადვე უვლის. აქ არაერთი, უნიკალური მცენარეა თავმოყრილი, რადგან, ქალბატონი ელინას მიზანია, საქართველოში, ერთ-ერთი ულამაზესი ბაღი გააშენოს.

მისი ფანტაზია ასევე ვლინდება კულინარიაში: ყველა კერძი ჩვენს რესტორანში, მისი რეცეპტით მზადდება, კერძების სია კი, საკმაოდ ვრცელია.

ქალბატონი ელინასა და მისი ყურადღების წყალობით ყოველი დეტალის მიმართ, ჩვენს სასტუმროში შინაურული სიმყუდროვის ატმოსფერო სუფევს.

13 ორ და სამადგილიანი ნომრები და საოჯახო სტუდია

ნომრები განთავსებულია ორ სხვადასხვა შენობაში:
📍 მთავარი შენობა გახლავთ სამსართულიანი, რომელიც 2018 წელს აშენდა და ბერძნულ სტილშია გადაწყვეტილი.
📍დამატებითი შენობა კი, გახლვათ ერთსართულიანი, რომელიც საზღვაო სტილშია გადაწყტევილი, ყველა ნომერს კი აქვს ტერასა და გასასვლელი ბაღში

თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის, ჩვენ საუკეთესო, ევროპული სასტუმროების ტრადიციებით ვხელმძღვანელობთ, ამიტომ, ყველა ნომერში დაგხვდებათ პირსახოცები, ჩუსტები, ფენი, პატარა მაცივარი და რა თქმა უნდა, უფასო Wi-Fi 📲

სასტუმროს ფანჯრებიდან იშლება როგორც ტბის, ისე მთის ხედები, არჩევანი კი თქვენზეა, რომლით ტკბობა უფრო გესიამოვნებათ 🗻

აპარტამენტი

📍 შემდეგი შენობა გახლავთ ორსართლიანი, რომელიც 600 მეტრითაა დაშორებული მთავარი შენობიდან და მისი ძირითადი ხიბლი სიმშვიდე და სიმყუდროვეა
ფართო მისაღები ოთახი, ორი საძინებელი და ორი დასაკეცი დივანი.
აქ განთავსდება 4-დან 8 ადამიანი. დიდი ჯგუფებისთვის შეგიძლიათ იქირაოთ ორივე ბინა (მთლიანი სახლი), სადაც კომფორტულად იტევს 16 ადამიანამდე.

 

უნიკალური ვილა მეგორბერბისთვის და ღონისძიებებისთვის

საქართველოში მეორე ესეთ აგარაკს ვერ იპოვი!
ვილა აუზით, საუნით და საბილიარდოთი — გსურს დაბადების დღის აღნიშვნა ან მეგობრებთან ერთად სახლი იქირაოთ? ლაგუნა ვილა განკუთვნილია 20 ადამიანისთვის (საძინებელი ადგილი). 6 საძინებელი, სამზარეულოთი და ბუხარის ოთახი, მყუდრო ეზო მაყალით, პირადი თბილი აუზი, საუნა და საბილიარდო – ეს ეგზოტიკაა და სხვაგან ვერ ნახავ საქართველოში! სახლი აშენებულია ქართული კოშკის დიზაინში და მდებარეობს ბაზალეთის ტბის ნაპირზე.