სანაპირო ბარი და რესტორანი
ყოველდღე 9:00 - 22:00
ხარისხი მნიშვნელოვანია
ჩვენი კერძები მზადდება მაღალი ხარისხის პროდუქციით, ნახევრად მზა პროდუქტების, შემცვლელებისა და კონსერვანტების გარეშე. ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ პირველი ხარისხის პროდუქტებს: კარაქი ნაცვლად მარგარინის, ბოთლის წყალი ონკანის წყლის ნაცვლად, და არასოდეს განზავებული შევსება. ჩვენი ცომი ინახება არა უმეტეს ერთი დღით. საუზმეთ მოგარტმევთ მურაბას სამოთხის ვაშლისგან ჩვენს ბაღიდან. ლაგუნას სტუმრები აქებენ საჭმელების ხარისხს და მადლობას გვიხდიან უგემრიელეს სამზარეულოსთვის.
დაბადების დღეები და მოვლენები
აღნიშნეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, კორპორაციული წვეულებები ან მოაწყვეთ კონფერენციები ლაგუნას რესტორანში. რესტორანს შეუძლია უმასპინძლოს 50-მდე ადამიანს.
აჩუქთ თქვენს შვილს დაუვიწყარი დაბადების დღე სანაპიროზე! ორი ბატუტი, ორი საბავშვო მოედანი, საქანელები, ნავები და სპეციალური ბავშვთა მენიუ – და მხიარული ბავშვთა დღესასწაული გარანტირებულია!