LAGUNA BEACH CLUB

სანაპირო კლუბი ბაზალეთის ტბაზე

სასტუმრო, აგარაკები, საუნა, აუზები, საკონფერენციო დარბაზი, ივენთები, საბილიარდო, რესტორანი და ბარი

სიახლე ლაგუნა სასტუმროში -
სპა სივცრე!

წელს ლაგუნა სასტუმროს დაემატა ახალი სპა სივცრე დახურული თბილი აუზით და საუნით! გვესტუმრე მთელი წლის განმავლობაში და ისარგებლე მაღალი კომფორტით და მომსახურებით ჩვენს სასტუმროში!
სარგებლობა აუზით და საუნით შედის ნომრების ფასში.
სარგებლობა მხოლოდ საუნით და აუზით - 1 ადამიანი 40 ₾.

ყველაფერი დასასვენებლად - თბილი საცურაო აუზი, საუნა, ბილიარდი და სხვა გართობა

დაისვენე ქალაქის სტრესისგან!

სასტუმრო ბაზალეთის ტბის სანაპიროზე

გთავაზობთ თანამედროვე დიზაინს და საოჯახო გარემოს. სასტუმრო გაწყობილია ხელოვნების ნიმუშებითა და მყუდრო ბაღით. ეზოს აქვს სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის. ახლო მდებარეობა სანაპიროსთან, საბილიარდო, ბარი და რესტორანი, თბილი აუზი, საუნა და მეგობრული კოლექტივი თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორც საკუთარ სახლში!

საოჯახო სასტუმრო. საოცარი ბუნება.

ვილა აუზით, საუნით და დარბაზით ღონისძიებისათვის

გსურთ დაბადების დღის აღნიშვნა ან მეგობრებთან ერთად სახლი იქირაოთ? ლაგუნა ვილა განკუთვნილია 15-20 ადამიანისთვის. 7 საძინებელი, სამზარეულო და ბუხარის ოთახი, მყუდრო ეზო სამწვადეთით, პირადი თბილი აუზი, საუნა, საცეკვაო დარბაზი – ეს ეგზოტიკაა და სხვაგან ვერ ნახავთ საქართველოში! სახლი აშენებულია ქართული კოშკის დიზაინში და მდებარეობს ბაზალეთის ტბის ნაპირზე.

აღნიშნე დაბადების დღე ან ქორწილი ჩვენთან!

აგარაკი აუზის ტერიტორიაზე საცეკვაო დარბაზით

ექსკლუზიური სახლი 18 ადამიანზე ლაგუნა აუზზე. ფართო მისაღები ოთახი ღია სამზარეულოთი, 5 საძინებელი და საცეკვაო დარბაზი ღონისძიებებისთვის. აუზებით და ჯაკუზით სარგებლობა შედის სახლის ფასში. ზაფხულში აუზი ღიაა საზოგადოებისთვის 10:00 – 19:00. ზაფხულში აგარაკის სტუმრებს შეუძლიათ აუზის ტერიტორიით ექსკლუზიურად სარგებლობა მთელი ღამე. ასევე ბავშვები ისარგებლებენ ბატუტით.

_MG_1011

12 მეტრიანი საცურაო აუზი, ჯაკუზი, საბავშვო აუზი, ბარი. ᲐᲣᲖᲘ ᲛᲓᲔᲑᲐᲠᲔᲝᲑᲡ 800 Მ. ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲡᲒᲐᲜ ᲢᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲐᲡ. ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝᲡ ᲡᲢᲣᲛᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲐᲣᲖᲘ ᲣᲤᲐᲡᲝᲐ.

აუზი მუშაობს მხოლოდ ზაფხულის სეზონში
💵ღირებულება 💵 სამუშაო დღეებში : 30 ლარი, შაბათი-კვირა: 40 ლარი. 👨‍👧‍👦ბავშვები 6 წლამდე დაიშვებიან უფასოდ ! 6 დან 12 წლამდე ფასი : 15 ლარი!